22:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-28 18:40:17, 2811 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქობულია საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს იოს დაუმას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ნიდერლანდების ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით ხორციელდება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics