11:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:48:33, 2747 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებაზე უარი ეთქვა

შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით შეისწავლეს. 

"გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება. ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას. გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics