2015-06-08 15:32:42, 380 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით შემცირდება
2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების შედეგად პარლამენტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით შემცირდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, შემცირებული 6 მილიონიდან მილიონ ნახევარი შეეხება დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების დანამატებსა და პრემიებს.
„დანარჩენი ხარჯები, რომლებიც პარლამენტს უნდა გაეწია, მაგრამ EBRD -ის ღონისძიების გამო თანხები სხვა ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი. ანუ მანქანების
შესყიდვა და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარება EBRD -ის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოხდა. პარლამენტს ამ ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს“, - აღნიშნა მეჭიაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან