|
2018-09-26 10:09:52, 3722 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა აშშ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, FETO-ს, რომელსაც ანკარაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე გააკეთა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია ამერიკის ბიუჯეტიდან წელიწადში 763 მილიონ დოლარს იღებს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა კრიტიკა გაეროს მიმართაც გამოთქვა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია კაცობრიობის მოლოდინებს აღარ ამართლებს. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო მსოფლიოში არსებულ უსამართლობებზე ადეკვატურ რეაქციას არ ახდენს და მხოლოდ ხუთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზიდან იმ დროს გავიდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი სიტყვით გოდიოდა. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთში ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი დააპატიმრეს. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც ანკარამ უარი განაცხადა. პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.მანამდე ვითარების დაძაბვას ხელს უწყობა ფეთჰულა გიულენის ფაქტორიც. კერძოდ, მუსლიმი მქადაგებელი, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს, თუქეთის ხელისუფლების მხრიდან სამხედრო პუტჩის ორგანიზატორად მიიჩნევა. ანკარამ ამერიკას მისი ეკსტრადირების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამერიკამ გიულენის გადაცემაზე უარი განაცხადა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)