20:58 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 23:23:45, 2176 ნახვა

პოლიტიკა
იუნკერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს

ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატის როლზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული რეგიონების დეპოპულაციაზე, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან სამწუხარო უწოდა. 

ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics