06:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-24 16:41:53, 1896 ნახვა

სამართალი
კახა ქემოკლიძე: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის კახა ქემოკლიძის თქმით, მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა.

 „ნუმბეო მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი კვლევითი პორტალია, რომლის 2018 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსით მეშვიდე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა. შეგახსენებთ, რომ ნუმბეო მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი შეფასებით და მოსაზრებით, საქართველოსთვის ნუმბეოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics