|
2018-09-21 11:34:50, 690 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციის „ჯეოანესთეზია 2018“ გახსნას დაესწრო
ბათუმი ანესთეზიოლოგია-ინტენსიური თერაპიის მესამე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. „ჯეოანესთეზია 2018“, დღეს, სასტუმრო “SHERATON” - ში გაიხსნა. კოფერენცია “ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგთა კავშირის” ორგანიზებით იმართება. კონფერენციის გახსნას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმი უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების, კონგრესების და ფორუმების მასპინძელი ქალაქია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლა, საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკლოგთა ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აჭარის მთავრობა.
კონფერენცია აკრედიტირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები (15 კრედიტ–ქულით). კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სამი ვორქშოპი. აღსანიშნავია, რომ გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციას დაესწრება ხუთასამდე დელეგატი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში ჩატარდა ანესთეზიოლოგია–ინტენსიური თერაპიის პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2016“, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი სპიკერები 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და გამოითქვა სურვილი – ჯეოანესთეზიამ მიიღოს პერმანენტული ხასიათი. მსგავსი ფორუმები მიზნად ისახავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების დაახლოვებას, პროფესიულ გაერთიანებასა და პროგრესს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა არამარტო ანესთეზიოლოგიისა და ზოგადად – კრიტიკული მედიცინის, როგორც ერთერთი ყველაზე სწრაფად განახლებადი მედიცინის დარგის წარმომადგენლებისთვის, არამედ მეანობაში, პულმონოლოგიასა და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვისაც. კონფერენცია დასრულდება 23 სექტემბერს.
(NS)
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)