|
2018-09-20 15:28:09, 602 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: რომაული ბანაკები გონიოს ციხეში კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და იმ ახალ აღმოჩენებს გაეცნო, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს ციხის დათვალიერების შემდეგ "რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის" პროექტი წარუდგინა, რომელიც გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა ასევე მუზეუმში დაცული რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარი. ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს გონიოს ციხის ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებული გეგმები გააცნო. ,,გონიო-აფსაროსის კომპლექსში დღეს გაიმართა კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია. ეს არის რომაული ბანაკის მოწყობა, რომელიც დაეხმარება ერთი მხრივ გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე, ამ კომპლექსის კომერციალიზაციას. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ამ ყველაფრის ბალანსის საფუძველზე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ გონიო მართლაც იქცეს ქალაქისთვის სავიზიტო ბარათად"-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბოლო პერიოდში განხორციელებული გათხრების შედეგად გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა რომაული პერიოდის ახ. წ . I ს-ის II ნახევრით დათარიღებული აბანოს ნაშთები წყლის რეზერვუარებით, ქვაფენილით და მოზაიკიანი იატაკით. გონიოს ციხეში სხვადასხვა ექსპედიციის დროს ნაპოვნია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)