|
2018-09-20 14:55:09, 2707 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში EUROCONTROL-ის შეხვედრა იმართება
20-21 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის“ (“The Study Group for Route Charges) რიგით 58-ე შეხვედრა იმართება, ღონისძიებაში EUROCONTROL-ის 41 წევრი ქვეყნის 75 დელეგატი მონაწილეობს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“, საქართველოს ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ პირველად მასპინძლობს ამ რანგის შეხვედრას. გაფართოებული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, ევროკონტროლის წევრი ქვეყნების დელეგატების გარდა, ესწრებიან „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის” წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებიდან. ევროკონტროლის წევრი სახელმწიფოების სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერების მიერ გაწეული სააერნაოსნო მომსახურების გადასახადს 1971 წლიდან აწესებს და მას აგროვებს ევროკონტროლის საჰაერო ნავიგაციის გადასახდელების ცენტრალური ოფისი. ტარიფების დადგენისა და გადასახდელების მოკრების სქემას ზედამხედველობს გაფართოებული კომიტეტი, რომელიც, თავის მხრივ, შედგება ევროკონტროლის წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან - ცენტრალიზებული სისტემა სააერნაოსნო პროვაიდერი ორგანიზაციების ბიუჯეტს გამჭვირვალეს და მოწესრიგებულს ხდის. „დღეს, „საქაერონავიგაცია“ მასპინძლობს ევროკონტროლის იმ ჯგუფის შეხვედრას, რომლის მთავარი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს და დახვეწოს სააერნაოსნო მომსახურების გადასახადის მოკრების ცენტრალიზებული სისტემა. ვიმედოვნებთ, რომ გაიმართება ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, ხოლო მიღწეული შედეგები ერთნაირად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება როგორც სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებისთვის, ისე ევროპის საჰაერო სივრცის მომხმარებელი ავიაკომპანიებისა და მათი მგზავრებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. „მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრას ევროკონტროლი წელიწადში ორჯერ მართავს, ერთი შეხვედრა აუცილებლად ცენტრალურ შტაბბინაში - ბრიუსელში იმართება, მეორეს კი ორგანიზაციის წევრი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს. ევროკოტროლმა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გასამართად 2018 წელს საქართველო აირჩია.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)