2018-09-19 16:22:43, 2716 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებმა იჩხუბეს [ვიდეო]
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა.
დეპუტატებს შორის ჩხუბი სავარაუდოდ, გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.
დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდნენ.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.
ფოტო/ვიდეო "ქუთაისიპოსტი"
ავტორი: ,