04:02 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:07:50, 2006 ნახვა

სამართალი
თადუმაძე: მცირე დროში პროკურატურამ და შსს-მ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა შეძლეს

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე  საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარი დადგინდება.

კონფერენციაზე -„საგამოძიებო სისტემის რეფორმა“  შალვა თადუმაძემ მოქმედი კანონდმებლობის პრობლემად  საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის არ არსებობა დაასახელა, რაც,  მისი თქმით,  იწვევს  პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას და   საბოლოოდ, ცალსახად ხარისხზე აისახება.

მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ და შსს-მ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე  მცირე დროში  შეძლეს. ორივე უწყების მიზანი კი გამოძიებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტურობაა.

„მე ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ძალიან მცირე დროში ჩვენ შევძელით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩამოგვეყალიბებინა ერთიანი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძველზე.

ერთადერთი მიზანი, რაც ორივე უწყებას გაგვაჩნია არის ის, რომ გამოძიება  და საპროკურორო ზედამხედველობაც იყოს ეფექტური. რაც შეეხება ამ მკვეთრი ზღვარის არსებობას, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ კვალიფიკაციის ნაწილი და მეორეს მხრივ კომუნიკაციის ფორმები“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics