09:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 13:46:17, 2709 ნახვა

ეკონომიკა
5 ოქტომბერს ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონი „hack a tour“ -ი იწყება

5 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჰაკათონს ,,hack_a_tour“- ს იწყებს.

ჰაკათონი სამ დღეს გაგრძელდება და მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.

,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთელ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩართული იყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების პერსპექტივაში. სწორედ ამას უზრუნვეყოფს აღნიშნული ჰაკათონი, რომელიც საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოვაჩენთ საუკეთესო იდეის მქონე სტარტაპებსა და ინოვატორებს, რომლებიც იქნებიან მხარდაჭერილი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე წამყვანი ტურისტული კომპანიების მხრიდან.“ - აღნიშნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ. 

ჰაკათონი საქართველოს მასშტაბით ათ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ერთდროულად ჩატარდება, რაც კონკურსანტებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, მარტივად მიიღონ მონაწილეობა პროექტში.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის, აუცილებელია, რეგისტრაციის გავლა შემდეგ  ბმულზე: https://goo.gl/forms/PPakqWBFHxAjS4Sq1

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics