|
2018-09-17 10:52:10, 631 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარიდან ულოცავს. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, განათლება მთავრობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს! განათლება ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში იმედის მომცემი სიახლეები გაგვაცნო. დაგეგმილია პედაგოგებისთვის ხელფასების მომატება, განათლების ევროპულ მოდელთან უფრო მეტი დაახლოება. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა საქართველოს მთავრობასთან ერთად ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელოს. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელიც ახალ გამოწვევებთან, ახალ მიღწევებთან იქნება დაკავშირებული. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!" - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თავის მილოცვაში. 17 სექტემბერს, თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთაში ახალ სკოლას გახსნის და სასწავლო წლის დაწყებას მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცავს. დღესვე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში რეაბილიტირებული სკოლის გახსნაა დაგეგმილი. 2018 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 24 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის, 5 სკოლის მშენებლობა და 19 სკოლის რეაბილიტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)