|
2018-09-15 11:37:38, 2497 ნახვა
სამართალი
დიღომში 16 წლის მოზარდი ბასრი იარაღით დაჭრეს
დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან 16 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რა დროსაც მათ შელაპარაკება მოუვიდათ. არასრულწლოვანი "იაშვილის სახელობის კლინიკაში" გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც მკურნალმა ექიმმა ნოდარ აფრასიძემ აღნიშნა, პაციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. "მოყვანილ იქნა 16 წლის ბიჭი, ძლიერი სისხლდენით. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით დაიწყო. "დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან 3 საათში, ცხელ კვალზე დააკავა.გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)