18:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 13:26:00, 368 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია

„კობა არაბულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ბოდიშის მოხდა მოუწია“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ,  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სხდომის  დასრულების  შემდეგ აღნიშნა,  შეხვედრის  მთავრი განსახილველი თემა კობა არაბულის მიერ მიცემული ინტერვიუ იყო. 

„განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო კობა არაბულის ინტერვიუ.  დეტალურად გავიარეთ საკითხი, უამრავი  თემაა ისეთი, რომელზეც  ვფიქრობ არაბულმა გადააჭარბა  მონაცემებს და არსებულ სიტუაციებს.  თავად განმარტავს, რომ ბევრ საკითხებზე მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოხდა.  მან გააკეთა ჯანსაღი შეფასებები. მისასალმებელია ის, რომ ამ საკითხებზე ბოდიშის მოხდა მოუწია“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში კობა არაბულმა ტენდერების კანონდარღვევით გამართვის ფაქტებზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics