08:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 13:15:11, 1290 ნახვა

კომენტარი
ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი: ბიზნესმენ კვირკვიას ქრთამი არ შემოუთავაზებია

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი, გია გულორდავა, სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

გამოძიება გულორდავას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შესაძლო კორუფციულ გარიგებას ედავება.

გულორდავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში ქრთამის აღება უარყო და განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში და არც აინტერესებს.

„ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით?“, - განაცხადა გია გულორდავამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა. გამოძიებას რომ ხელი არ შეშლოდა, რაღაც არ გეთქვათ მერე თქვენ, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ.", - აღნიშნა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics