2018-09-14 12:46:55, 3629 ნახვა
პოლიტიკა
50 ათასი „კოკა-კოლას“ დირექტორისგან, 40 ათასი კი, საკუთარი თავისგან - ზურაბიშვილის შემოწირულობები
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 40 ათასი ლარი შესწირა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა დღემდე, სულ 21 შემოწირულობა მიიღო, რომელთა ჯამურმა თანხამ 109 000 შეადგინა.
შემომწირველებს შორის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძეა, რომელმაც ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი შემოწირულობაა.
ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ,