|
2018-09-13 12:24:58, 479 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილეები ნინო ნიჟარაძე და ზურაბ თენიეშვილი დაესწრენენ. პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში, მათ შორის აჭარაში (ბათუმი, შუახევი) ჩატარდა არსებული მუნიციპალური სოციალური მომსახურებების შეფასება და აღნიშნული მომსახურებების ზეგავლენის ანალიზი. შეხვედრაზე კვლევის შედეგებთან ერთად წარმოდგენილი იქნა პროგრამის ექსპერტების მიერ მომზადებული მასალა "საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმოხილვა“ და „საუკეთესო მუნიციპალური მომსახურებების მიწოდების პრაქტიკის მიმოხილვა“. პროექტს World Vision საქართველო, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან ერთად საქართველოს 6 რეგიონში (იმერეთი, აჭარა, კახეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) ახორციელებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ განახორციელა ადგილობრივი მუნიციპალური სოციალური პროგრამების აღწერა და შეფასება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)