|
2018-09-12 11:37:59, 944 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის გარდა აქვთ ტელევიზია, არ ნიშნავს, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადონ
„არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყების წინა გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. პრემიერის განცხადებით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას დავალიანება 51 მილიონ ლარამდე ერიცხება. მისივე განმარტებით, სანქციების გამოყენება კომპანისს მიმართ 11-ჯერ გადავადდა. „მე მქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან, ისევ როგორც მის აქციონერებთან, ჩვენ ვართ მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე და მე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა. 11-ჯერ გადაუვადდა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია, ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში, ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს. შემოსავლების სამსახურმა და ფინანსთა სამინისტრომ უფრო დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ბიზნეს საქმიანობა, არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს წარმოებას აქვს სააქციზო გადასახადი, და ის უნდა გადაიხადოს ყველამ. არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი „ქართული ოცნების“ და ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით. რაც შეეხება თამბაქოს წარმოებას, რაც შეეხება კომერციულ საქმიანობას, გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა, ის, რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესის და კომერციული საქმიანობის გარდა აქვთ ტელევიზია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადი ვინმემ არ უნდა გადაიხადოს. გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ. ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა, შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს საშუალებას კომპანიას, აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანება.მიდგომა გახლდათ სწორედ ასეთი. ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა, მე ვფიქრობ ამაზე გააკეთეს ძალიან დეტალური განმარტება. 11-ჯერ მოხდა გადავადება.საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ხელშეუხებელი არ არის არავინ. ბუნებრივია, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რაც გადასადგმელია ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ, ეს არის ყველაზე მთავარი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოახდინა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)