18:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-06 09:24:47, 347 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემის მოდელი უმრავლესობის და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა

საარჩევნო სისტემის მოდელი უმრავლესობის და ბიძინა ივანიშვილის საერთო პოზიციაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, სისტემის მოდერნიზაცია ისე მოხდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცული იყოს.

„ყველა პოლიტიკურ ძალას მივმართავ, გადმოდგას საპასუხო ნაბიჯი, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა. ამ გადაწყვეტილებებს ახლავე მივიღებთ. 2016 წლის არჩვნების ბედი, არჩევნების შემდეგ კი არ გადაწყდება, არამედ გვინდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წლის ბოლომდე დავასრულოთ. მოხარული ვიქნებოდი, რომ ყველა წინა ხელისუფლებას მსგავსი ნაბიჯი გადაედგა", - განაცხადა სუუფაშვილმა.

რაც შეეხება სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი სხდომას მათი თხოვნით დაესწრო.

"ბიძინა ივანიშვილი სხდომას ჩვენი თხოვნით ესწრებოდა, რადგან საჭიროდ ჩავთვალეთ, ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას აქ ყოფილიყო. ივანიშვილმა თავისი პოზიცია გუშინვე დააფიქსირა. ეს მოდელი სწორედ საერთო პოზიციაა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები კი პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება - აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics