|
2018-09-11 20:12:24, 617 ნახვა
რეგიონი
გიორგი ხოჯევანიშვილი: ყველა პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება, მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე
სახელმწიფო სექტორში მუშაობა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, - ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო „მოზაიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კერძო სექტორიდან შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე გადაინაცვლა. მისივე თქმით, კერძო სექტორში მუშაობის დროს, მას უკეთესი ანაზღაურება ჰქონდა, რეგიონის პირველი პირის თანამდებობის დაკავებაზე დათანხმებას კი იმით ხსნის, რომ მისთვის შიდა ქართლის რეგიონი სულ ერთი არ არის: ,,სახელმწიფო სექტორში მუშაობა დიდი პატივი და ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. კერძო სექტორი საშუალებას აძლევს ადამიანს ჰქონდეს შედარებით მეტი შემოსავალი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩემთვის შიდა ქართლი და გორი სულ ერთი არ არის. მომეცა საშუალება რეგიონისთვის სასიკეთი საქმიანობა განმეხორციელებინა და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი“, - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა. ამავე გადაცემაში რწმუნებულმა ვრცლად ისაუბრა რეგიონის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივებზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე რეგიონის სოფლების მოსახლეობასთან გამართა შეხვედრები, რომლის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ყველა პროექტი, რომელიც რეგიონში განხორციელდება, მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)