|
2018-09-11 18:42:28, 1214 ნახვა
სამართალი
ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის ფარული ჩანაწერი კორუფციის შესაძლო შემთხვევაზე მიუთითებს - TI
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" ზაზა ოქუაშვილს შორის სატელეფონო საუბრის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, მასში მაღალი დონის კორუფციის შემთხვევა იკვეთება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულ საქმეში სიმართლის დასადგენად, ისე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლას სერიოზულად ეკიდება. „ჩანაწერში სავარაუდოდ საუბარია „ომეგა ჯგუფის" საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარის გადახდაზე, საიდანაც 1 მილიონი „კონტრიბუციის" სახით უნდა მიეღოთ პირებს, რომლებიც კომპანიას მთავრობასთან საქმის მოგვარებაში დაეხმარებოდნენ. საუბარში სავარაუდოდ ნახსენებია უჩა მამაცაშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების" ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და (სავარაუდოდ ყიფიანის თქმით) ასევე მონაწილეობდა ხსენებულ გარიგებაში. პირველ რიგში, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბიზნეს დავების გამო პრობლემები ექმნებათ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რაც უარყოფითად აისახება მათ სამუშაო პირობებსა და ზოგადად მედიაგარემოზე საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია „იბერიის" ჟურნალისტებს და მზად ვართ მათი უფლებების დაცვისთვის. რაც შეეხება გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, თუ მოცემული ინფორმაცია ნამდვილია, ის მიუთითებს მასშტაბური კორუფციის ფაქტზე, რაც აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ამ შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიება მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულ საქმეში სიმართლის დასადგენად, ისე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება კორუფციასთან ბრძოლას და რომ დანაშაულის ჩამდენი პირები არ სარგებლობენ დე ფაქტო იმუნიტეტით მიუხედავად მათი პოლიტიკური გავლენისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან მათი კავშირისა. ასევე, ეფექტური გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესის წრეებში არ გაჩნდეს განცდა იმისა, რომ სახელმწიფოსთან დავის მოგვარების მიზნით მათ არაფორმალურად შეუძლიათ მიმართონ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მასთან დაახლოებული პირებს, რომლებიც მათ არსებულ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან. ნიშანდობლივია, რომ "ომეგა ჯგუფის" მფლობელები, რომლებიც ამავე დროს ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლები არიან, აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლა, ტელეკომპანია "იბერიის" დათმობის და ხელში ჩაგდების მცდელობას უკავშირდება, ვინაიდან ხელისუფლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილოა. სწორედ, იმიტომ, რომ "ომეგა ჯგუფი" ტელეკომპანიის მფლობელია, მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს დამატებითი განმარტება გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს საუბარი ავთენტური, როდის და რა პირობებში შედგა ის და რა ტიპის "პროექტის" მოგვარებაზეა საუბარი, დაასახელოს ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც ჩართული იყო პროცესში ან ითხოვდა ტელეკომპანია "იბერიის" დათმობას. მოვუწოდებთ, ასევე, ლევან ყიფიანს გააკეთოს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველოს“ განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)