18:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 20:13:04, 468 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებსა და ამომრჩევლების რაოდენობას შორის დისბალანსი შემცირდება

"2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოვახდენთ მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-ანი ბარიერი",-ამი შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა ბოლომდე არ შეესაბამებოდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს დ. მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი დაპირება იყო რომ მას აუცილებლად გავაუმჯობესებდით და ეს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომაც. უახლოეს დღეებში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შინაარსითაც და განხორციელების სქემითაც დაეფუძნება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისობაში იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან. საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო დ. საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლომდე. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოვახდენთ მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის, დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-ანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. ეს არის უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია",-განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics