16:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 16:34:06, 1897 ნახვა

სამართალი
უჩა მამაცაშვილი „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და პროკურატურას მიმართავს

ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილი განცხადებას ავრცელებს.

მამაცაშვილი მისი სახელის „საეჭვო  და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან“ დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს.

„ლეგენდები  ჩემი, ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების" შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ   ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდის  მეშვეობით უკანონო  სარგებლის მიღება  სურთ.

გამონაკლისი, არც  ,,ომეგა ჯგუფის" ირგვლივ, ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია.  ჩემთვის  უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში,  საქმე  გვაქვს  ,,ომეგა  ჯგუფის"  ხელმძღვანელების  მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან,  ყოფილი მაღალჩინოსნის  არაჯანსაღ  ინტერესებთან თუ სიყალბესთან.  თუმცა, ყველა შემთხვევაში,  ვიღაც  აშკარად  ცდილობდა  ჩემი სახელის  საეჭვო  და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

შესაბამისად, მივმართავ  საქართველოს  პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ  დაიწყოს  გამოძიება  აღნიშნულ   ფაქტზე და  ამომწურავი  პასუხი  გასცეს  საზოგადოებაში გაჩენილ  ლეგიტიმურ  კითხვებს“, - ნათქვამია უჩა მამაცაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics