|
2018-09-11 12:03:09, 682 ნახვა
საზოგადოება
ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა
გარდაბნის გზატკეცილზე, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული სამი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. მას ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „პაციენტი იმყოფება ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული, ეს კი განპირობებულია იმით, რომ არის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, ანუ თავის ტვინის ჟანგბადის ნაკლბობით დაზიანება. არის ტრავმული დაზიანებებიც, მენჯის ძვლის მოტეხილობებიც, რომელიც ამ წუთას აქტუალური არ არის, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს და ამ თვალსაზრისით მდგომარეობა კონტროლირებადია“, - აღნიშნა ინგოროყვას კლინიკის ექმიმა. რაც შეეხება კიდევ ორ მოზარდს, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს კი, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილიში, გარდაბნის გზატკეცილზე, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, სამი მოზარდი ნანგრევებში მოყვა. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)