22:37 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 18:30:22, 634 ნახვა

რეგიონი
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის კვირეული დაიწყო

10-12 სექტემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში იმართება რეგიონული ვორკშოპი ნავსადგურებში გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის შესახებ.

ვორკშოპი იმართება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს საშუალებების მიერ დაფინანსებული პროექტის "გლობალური საზღვაო ენერგოეფექტური პარტნიორობის" ფარგლებში. ღონისძიების მიზანია მონაწილეებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება გემებიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის საერთაშორისო რეგულირებასთან დაკავშირებით და ნავსადგურში ჰაერის დაბინძურების პრევენციის რენტაბელური ზომების შესახებ.

ვორკშოპი განკუთვნილია ნავსადგურის ოპერაციებში ჩართული პირებისთვის და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საზღვაო ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ღონისძიების მიზანია აჩვენოს მონაწილეებს თუ რა როლს თამაშობს ნავსადგურის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურული განვითარება და ლოგისტიკური სისტემა საზღვაო ენერგო ეფექტურობასა და ჰაერის ხარისხში.

ვორკშოპში მონაწილეობს საზღვაო ადმინისტრაციების, სამინისტროების, ნავსადგურებისა და ტერმინალების წარმომადგენლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics