|
2018-09-10 18:13:24, 790 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. ის დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურებს გაუწევს კურირებას. მას 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია გაყიდვების მენეჯმენტისა და საერთაშორისო რეკლამის მიმართულებით. 2016-2017 წლებში, ამერიკულ, დიზაინ ტურისტულ კომპანია „ნომად ჰილ“-ში ის იკავებდა გაყიდვების მენეჯერისა და მრჩეველის პოზიციას კომპანიის ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხებში. ამავე კომპანიას ის წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2010-2014 წლებში ქრისტინე მუშაობდა პარიზში ფრანგული მაღალი მოდის სააგენტოებში და პოპულარიზაციას უწევდა ფრანგული მაღალი მოდის ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. 2014 წლიდან დღემდე ის საქველმოქმედო ფონდ „ქართული ფონდი“-ს თანადამფუძნებელია. განათლებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე სოციოლოგია და ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს სოციოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2014 წლებში, მან განათლება მიიღო რობერტ სორბონის სახელობის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის სასწავლებელში. ფლობს სამ უცხო ენას - ინგლისურს, ფრანგულსა და რუსულს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)