10:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 16:51:15, 873 ნახვა

საზოგადოება
თერჯოლელი „ჩაქუჩა“ პროტესტის ნიშნად ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, 29 წლის მამაკაცი ალი და ნინოს ქანდაკებაზე  ავიდა.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ავტოკიბე, თუმცა მოქალაქემ დახმარებაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, მამაკაცი ქანდაკებიდან მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ ჩამოვიდა, შემდეგ კი, იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პირი თერჯოლელი კონსტანტინე ედიბერიძე, მეტსახელად „ჩაქუჩაა“. მან განაცხადა, რომ ამ ფორმით მისთვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა.

ედიბერიძესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინაც მოხდა, როდესაც პოლიციამ მისი სახლიდან 30-მდე ძირი კანაფი ამოიღო.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics