07:48 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 14:23:21, 1006 ნახვა

ეკონომიკა
UNWTO: ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის, საქართველო მე-4 ადგილზეა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, მსოფლიოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 6.8%-ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია მითითებული. 

მათივე ცნობით, აფრიკაში ტურისტების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი. მას 63 მილიონი ტურისტი ესტუმრა. რაც შეეხება ევროპას, ტურისტების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და ჯამში 671 მილიონი ადამიანი შეადგინა. 

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, მსოფლიოში ტურისტების დანახარჯები 5%-ით გაიზარდა, ხოლო მათი 40% ევროპაზე მოდის. 

UNWTO-ს ცნობით, ქვეყნები, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა: ეგვიპტე - 55%; ტოგო -  46%; ვიეტნამი - 29%;  საქართველო - 27.9%; პალესტინა - 25%. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics