10:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 15:53:27, 960 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია შეისწავლის

ტყიბულის შახტებში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია „DMT ჯგუფი“ შეისწავლის. გადაწყვეტილება სამმხრივი კომისიის სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღეს. შერჩევის კრიტერიუმები წინასწარ განსაზღვრული, ტექნიკური რეგლამენტით იყო გაწერილი.

140 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია 5 კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებს. ორგანიზაციას ამ დარგში აკრედიტებული  საერთაშორისო  დონის 75-ზე მეტი ექსპერტი ჰყავს. 

ექსპერტიზის მიზანს შახტაში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობისა  და შესაბამისი  ობიექტების უსაფრთხოების  შესწავლა წარმოადგენს. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპანიასთან გასაფორმებელ კონტრაქტზე მუშაობა დღესვე დაიწყება. მათი დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდება რამდენად შესაძლებელია ობიექტზე, სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვა და რა ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ის  დაახლოებით 50 000 ევროს შეადგენს.
სხდომას  სამმხრივი  კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელგუჯა მელაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ. 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics