10:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 13:36:32, 926 ნახვა

საზოგადოება
ანდრო ასლანიშვილი: კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 27 მლნ ლარს მიაღწია. 

„კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება," - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის

ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს  გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ. 

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  http://georgianwine.gov.ge.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics