|
2018-09-06 17:21:07, 1815 ნახვა
სამართალი
შსს-მ საკუთარ ეზოში კანაფის დათესვა-მოყვანის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატრულ-ინსპექტორი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, პატრულ-ინსპექტორის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან დათესილი 14 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი, დამხმარე სათავსოდან ერთი ძირი, ხოლო სახლის მანსარდიდან დიდი ოდენობით გასაშრობად გამზადებული კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - წერია შსს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)