15:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 09:33:13, 2027 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება

ევროკავშირის ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობის შეფასებისას.  

 მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, განაგრძობს საქართველოს თანადგომას ფინანსური მიმართულებით.  

 „აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.  ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის კიდევ ერთი საფუძველი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე წარმატებული პროგრამა და პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. მაკროფინანსური დახმარება საქართველოს ხელს შეუწყობს განახორციელოს რეფორმები, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა:  საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა, ბიზნესგარემო. აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელება, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.  

 როგორც ცნობილია, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ახალი მაკროფინანსური დახმარება 45 მილიონ ევრომდე ოდენობით, საიდანაც 35 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება შეღავათიანი სესხის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე გრანტის სახით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics