18:21 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 16:25:55, 1305 ნახვა

სამართალი
ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფაშისტური მოძრაობის, საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ჭელიძის სხდომათა დარბაზიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის'' გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს .მათ მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას პოლიციამ სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics