21:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 14:19:03, 835 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავა

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გადავა და ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრთან იქნება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე სასაუბროდ პრემიერ-მინისტრი და სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო  ცვლილებსაც განიხლავან.როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს  ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინვესტორები ინფორმირებულები იყვნენ.
"ინვესტორები თავიანთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის ესაუბრებიან საელჩოებს და სცდილობენ, მიღონ ინფორმაცია. ჩენი მიზანია, რომ მათ შევხდეთ და ინფორმაცია მივაწოდოთ ცვლილებების შესახებ და რეფორმების მიზანი ავუხსნათ. მნიშვნელოვანია, რომ მათ ასევე  საქართველოს ბიზნესკლიმატის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ",-აღნიშნა გიორგი პერტაიამ.
შეხვედრაზე საინვესტიციო სააგენტო ასევე ახალ ვებგვერდს წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics