2015-06-05 13:19:41, 425 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მამსუროვის გათავისუფლების მიზეზი ხელმძღვანელობის ვადის ამოწურვა გახდა.
ამ პოსტზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ტამერლან აგუზაროვი დაინიშნა, რომელიც რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია რასიას" დეპუტატია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან