16:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 18:29:34, 1395 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: საგამოძიებო კომისიის სხდომის ბოიკოტირება პოლიტიკურად სამარცხვინო საქციელია

„პოლიტიკური გუნდის მხრიდან, ამაზე უფრო მეტად პარტიულობის დემონსტრირება, ძნელი წარმოსადგენია“, - ასე შეფასა „ევროპული საქართველოს“ და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გიგა ბოკერიამ, მმართველი გუნდის მხრიდან კომისიის სხდომაზე არ დასწრების ფაქტი.

ბოკერიას თქმით, კომისიის სხდომის ბოიკოტირება პოლიტიკურად სამარცხვინო ქმედებაა.

„პატივცემულ კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“, ივანიშვილის გუნდიდან, თუ ჰგონიათ, რომ ბოიკოტირებით დაფარავენ იმას, რომ მოუმზადებლები იყვნენ და საკუთარი, ჩემთვის გაუგებარი აღშფოთებით დაფარვენ, ძალიან ცდებიან. ბოიკოტირება პირიქით ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი აღშფოთდნენ პროექტით და ეს არ დაუმალიათ. გუშინ საჯაროდ დაიწყეს პოლიტიკური თავდასხმები და დღეს სადაც უნდა გამოეხატათ აზრი, თუ რაში მდგომარეობს ამ აღშფოთების რეალური და კვალიფიცირებული მიზეზი, არ არიან ამისთვის მზად და როგორც ჩანს, მეტი დრო სჭირდებოდათ ამისთვის. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, როგორ უდგება ეს პოლიტიკური გუნდი და მისი ყველა წარმომადგენლი ამ კომისიაში ამ საქმეს.  მე არც თუ ისე დიდი ოპტიმიზმით, მაგრამ  მაინც იმედი მაქვს ამ ძალიან პოლიტიკურად სამარცხვინო საქციელის შემდეგ, იქნებ შეიცვალონ პოზიცია შემდეგ სხდომებზე და საზოგადოებას სცენ პატივი, პარლამენტს და არა ჩვენ, მათ პოლიტიკურ ოპონენტებს“, -აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics