|
2018-09-01 13:11:33, 552 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ/სამედიცინო გასინჯვები მიმდინარეობს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფილაქტიკურ/სამედიცინო გასინჯვები მიმდინარეობს. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია და აფხზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძესთან გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ანალოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ექიმებით (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, უროლოგი, დერმატოლოგი, ანგიოლოგი, ონკოლოგი, ექიმი-რადიოლოგი). ექიმების კონსულტაციის პარალელურად მიმდინარეობს ინსტრუმენტული გამოკვლევები: ულტრასონოსკოპია (მუცლის ღრუს ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის), ელექტროკარდიოგრაფია. ასევე, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. მედიკოსების დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილ პაციენტებზე გაიცემა მედიკამენტები. ხვალ, 2 სექტემბერს 10:00 საათიდან მსგავსი აქცია ჩატარდება ქ. ქობულეთში, პირველადი ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრ „მედჰაუსში“, მისამართი: 26 მაისის ქ. N2.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)