06:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 18:41:43, 1050 ნახვა

საზოგადოება
მამა თამაზი: „ქართული მარში“ ძალიან საშიში ძალაა, სოლიდარობა გურამ კაშიას

„ქართული მარში“ ძალიან საშიში ძალაა, სოლიდარობა გურამ კაშიას“, - ამის შესახებ  მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

დეკანოზმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„შორიდან დაიწყეს: ჯერ ხანუქას დღესასწაულზე მიუვარდნენ ქართველ ებრაელებს, შემდეგ როკ-კონცერტი ჩაშალეს, შემდეგ სტუმრად ჩამოსულ რომის პაპს ჩაუსაფრდნენ აეროპორტში და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ქალი გამოლანძღეს წარმოუდგენელი უწმაწურობით და ახლა ქართულ ფეხბურთსაც მიადგა ეს მეტასტაზები, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემუქრებიან. ამიტომ მიმაჩნდა და მიმაჩნია ეს „ქართული მარში“ ძალიან საშიშ და დესტრუქციულ ძალად. არ ენდოთ მათ. სოლიდარობა კაპიტანს, სოლიდარობა გურამ კაშიას!“, - წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics