|
2018-08-29 17:38:30, 503 ნახვა
რეგიონი
თანადაფინანსებით საცხოვრებელ ფართს აჭარაში კიდევ 39 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს
ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა წარმატებით ხორციელდება. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ბათუმის იუსტიციის სახლში ამჟამად საცხოვრებელი ფართების შეძენის მიზნით ხელშეკრულებას დამატებით 39 ეკომიგრანტ ოჯახს უფორმებს. 2018 წელს სამინისტროს თანადაფინანსებით ალტერნატიული საცხოვრებელი 77-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძიანა. 3 000 000 ბიუჯეტიანი პროგრამით გათვალისწინებული იყო 115 ოჯახის უზრუნველყოფა, თუმცა წარმოშობილი ეკონომიის ხარჯზე შესაძლებელი გახდა წლის ბოლომდე 115 ბენეფიციარის ნაცვლად 118 ეკომიგრანტი ოჯახის უსაფრთხო გარეში ადგილმონაცვლეობა. აჭარის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ასევე სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული იმ კატეგორიის მოსახლების კომპენსაცია, რომელთა დახმარება არ არის გათვალისწინებული მოქმედი პროგრამით. აღნიშნულისათვის 2018 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონიდიან 38 ოჯახების დასახმარებლად გამოიყო 318,733 ლარი. წლის ბოლომდე, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ბინები გადაეცემა წაბლანაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ოჯახს. მოგეხსენებათ, რომ ამ ოჯახებიასთვის აჭარის მთავრობის თანადაფინასებით ტაბიძის ქუჩაზე შენდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი სახლები შენდება ქედასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებშიც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)