|
2018-08-29 13:39:25, 637 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების რაოდენობა 1/3-ით მცირდება
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის აპარატის რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები გააჟღერა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მთავრობის აპარატი 1/3-ით შემცირდა. გაუქმდა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, მოხდა რამდენიმე დეპარტამენტი გაერთიანება ფუნქციური უფლება-მოვალეობების მიხედვით. „ერთი თვის განმავლობაში, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი სურათი და ჩემი გადაწყვეტილებით ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. გაუქმდა 3 დეპარტამენტი, ასევე მოხდა 2 დეპარტამენტის გაერთიანება სხვა არსებულ დეპარტამენტთან, რომლებიც საგნობრივად და თემატურად ახორციელებენ მსგავს ფუნქციებს. ამ გადაწყვეტილებით, 1/3 -ით შემცირდა მთავრობის აპარატში არსებული დეპარტამენტების რაოდენობა. მე მოგიწოდებთ ყველა სხვა უწყებასაც, თქვენს შესაბამის სტრუქტურებში გაატაროთ ოპტიმიზაცია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია მცირე, ეფექტური და მობილური მთავრობა, რომ უკეთ შევძლოთ მუშაობა რესურსების სწორად გადანაწილებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ოპტომიზაციასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)