05:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 14:33:22, 1379 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მიშელაძე კოოპერაციული საწარმოს საქმიანობას გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ საქმიანობას გაეცნო. კოოპერაციული  საწარმო   „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში  მოქმედებს. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 5  სოფლიდან (ლეხაინდრაო ნაჯახაო  ონოღია , ვედიდკარი, ბანძა) 62 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. მათ საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 475 სულს შეადგენს.  
 „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
„კოოპერაციული საწარმოში დღიურად 1,5ტონა რძეს გადავამუშავებთ. ვამზადებთ სულგუნსა და იმერულ ყველს, ვგეგმავთ  წარმოების გაფართოებას  და ახალი პროდუქტების დამატებას.“ აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ახალი პროდუქტის“ დირექტორი მიხეილ კორთხონჯია. 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ახალი პროდუქტი“  ასევე  ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD)  პროგრამაში. 
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს  საქართველოს 8 რეგიონში, სხვადასხვა სიმძლავრის  13 კოოპერაციული  საწარმო  აშენება. 
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics