|
2018-08-24 12:13:50, 990 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ანგელა მერკელი მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გერმანიის კანცლერმა ორი დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. „მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას - ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრას როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ესწრებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. „გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპულ ინტეგრაციისკენ და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ქალბატონ კანცლერთან. მე მადლობას გადავუხდი სტუდენტებს ძალიან საინტერსო შეკითხვებისთვის და მადლობას გადავუხდი ქალბატონ მერკელს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ნამდვილად არის მსოფლიო მასშტაბის ლიდერი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც გერმანიასთან, ასევე ევროკავშირთან. „დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება მისცა, რომელზეც მას საუბარი გუშინაც ჰქონდა. იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერსებთან - საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია ჩვენი მყარი მხარდამჭერია. ჩვენთვის მთავარია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)