|
2018-08-24 11:41:15, 1164 ნახვა
პოლიტიკა
მერკელი - ჰიბრიდული ომი არის რუსული გეგმები, დეზინფორმაცია, რომლითაც რუსეთის მოსახლეობის ზომბირება ხდება
ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და დეზინფორმაცია, რომლითაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მას სტუდენტმა ჰკითხა, რა საგარეო პოლიტიკური მექანიზმი მიაჩნია ყველაზე ეფექტიანად რუსულ „რბილ ძალასთან“ გასამკლავებლად. „რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, სამხედრო დოქტრინაზე გააკეთოს აქცენტი. ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება, არასწორი მიმართულებით წაყვანა ხდება. ცრუ და არასწორი ინფორმაცია გერმანიაშიც ვრცელდება “, – აღნიშნა კანცლერმა. მისივე თქმით, გერმანიაში მთავრობას საინფორმაციო მონოპოლია არ აქვს და მედია თავისუფალია. „ჩვენ არ გვაქვს საინფორმაციო მონოპოლია. გერმანიაში მედია თავისუფალი და მრავალმხრივია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ფაქტები, ფაქტებზე ყურადღების გამახვილება, ხაზგასმა იმისა, რა არის მცდარი. ძალიან ხშირად ჭორები ვრცელდება, ძალიან ხშირად ხდება ამაზე ადეკვატური რეაგირება და ორთაბრძოლის მოგება, მაგრამ გარკვეული არგუმენტები უნდა წამოაყენო, უნდა გააბათილო, უნდა დაასაბუთო და სწორი ინფორმაცია გაავრცელო. პრიორიტეტი არის დამოუკიდებელი მასმედია, ფაქტები და ჭორების მაქსიმალურად გაბათილება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)