|
2018-08-23 17:51:35, 1209 ნახვა
პოლიტიკა
ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე - ეს უსამართლობაა და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის
„უსამართლობაა, რაც ხდება და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის“, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას. მედიის წარმომადგენელმა მერკელს პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, ისაუბრეს თუ არა მან და რუსეთის ლიდერმა საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. „მე ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა რაც ხდება და რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)