|
2018-08-23 15:25:06, 2299 ნახვა
პოლიტიკა
ანგელა მერკელი საქართველოშია [ვიდეო]
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ანგელა მერკელი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს. ამის შემდეგ შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, მოგვიანებით კი, პრემიერის და გერმანიის კანცლერის ერთობილივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან გამართავს შეხვედრას. იგი ასევე საოკუპაციო ხაზთან ჩავა და იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღებს. კანცლერთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში არიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)