20:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 11:00:42, 1554 ნახვა

სამართალი
ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სტრასბურგში გასაგზავნ დოკუმენტებს შორის მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - „ემპათიას“ მიერ მომზადებული დასკვნა იქნება.

მასში დასაბუთებულია, რომ 34 წლის ახალგაზრდა წამების შედეგად დაიღუპა. სარჩელში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთდროულად რამდენიმე კონვენციის დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც პასუხი რუსეთმა უნდა აგოს.

„ის, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასტიკად ნაწამები, ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, დასტურდება არაერთი ესქსპერტის დასკვნით, სადაც დადგენილია, რომ მას მრავლობითი დაზანებები ჰქონდა მიყენებული, რომელმაც გამოწვია მისი სიცოცხლის მოსპობა, ეს ასევე დაადასტურა სამხარაულის ბოლოდროინდელმა დასკვნამ და „ემპათიასაც“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამინის უფლებათა ცენტრის“  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

ტატუნაშვილების ოჯახი იმედოვნებს, რომ მკვლელები დაისჯებიან. 

სტრასბურში დოკუმენტების გადაგზავნამდე ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი და „ემპათიას“ წარმომადგენლები მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics