04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 19:26:40, 1339 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ბახტაძე: ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებას მოითხოვს

"ჩვენ ვართ ერთგული საერთაშორისო და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების და ჩვენთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის ძალიან ძვირფასი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირანიდან შემოსული არმატურის ფასებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებას მოითხოვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა ბიზნესომბუდსმენთან, გარდა ამისა, თემაზე მუშაობენ ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროები.

„ჩვენ დავეხმარებით ყველა ქართულ საწარმოს, ჩვენთვის თითოეული სამუშაო ადგილი არის ძალიან ძვირფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთგული საერთაშორისო და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების. მე ვიცი, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელიც მოითხოვს დარეგულირებას ცემენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე შევხვდი ბიზნესომბუდსმენს, მუშაობენ ასევე შესაბამისი პროფილის სამინისტროები და უმოკლეს ვადებში ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ამოიწურება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics