20:20 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 19:16:39, 1575 ნახვა

სამართალი
„ემპათია“ - არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია

ცენტრი „ემპათია“-ს ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“, „მინესოტას პროტოკოლი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიკვდილის მიზეზების დადგენის საერთაშორისო გაიდლაინისა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მეათე გადასინჯვის შესაბამისად.

ცენტრის ცნობით, დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ქ. ცხინვალში პატიმრობისას იქნა ნაწამები წამების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.                

„დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ იქნა მომზადებული და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება; ევროკონვენციის მე - 2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე - 3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე - 5 (თავისუფლების უფლება), მე - 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე - 13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics