04:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 17:25:47, 1320 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროსთან აქციაზე შეკრებილ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს მინისტრი ხვდება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ.

ისინი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ავტორიზაციის საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება. ძალიან გვწყდება გული, იმის გამო, რომ ახალი კურსი ვერ მოვა, ვინაიდან ეს ბავშვებისთვისაც დიდ სტრესს წარმოადგენს. მე ძალიან გამიჭირდებოდა ასეთი რამ, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა IBSU-ში ჩაბარება და მათ ადგილას, ერთი წელი დავიცდიდი, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

სტუდენტებს ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს. შეხვედრაზე სტუდენტების ნაწილი იმყოფება..

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით  სტუდენტთა მიღება შეეზღუდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics